რუსული არხები “ნაცმოძრაობის“ მაშველი რგოლი
რუსული არხები ნაცონალური მოძრაობის მაშველი რგოლი. მმართველი პარტია სააკაშვილის გუნდს რუსული პოლტიკის ერთგულებასა და რუსული საქმის კეთებაში ადანაშაულებს. მსჯავრდებული და ბრალდებული პრეზიდენტის საკითხი, ოკუპანტ ქვეყანაში საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემაა და სააკაშვილს პოლიტიკურ თოქ შოუებს უძღვნიან. რატომ არის რუსეთი ნაციონალური მოძრაობის მაშველი რგოლი -- პოსტს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აქვეყნებს, და წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული საქმის კეთებას კვლავაც განაგრძობს და პარალელურად, პროდასავლურობას იბრალებს.
