მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
უკრაინის ელჩს მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა ისიც, რომ უკრაინულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.
