პატიმრობიდან 41-ე დღეს მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება
პატიმრობიდან 41-ე დღეს მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ეხება ტელეკომპანია იმედის , 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლებას - მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის და კიდევ 5 ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალზე იმსჯელებს. ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს. სხდომა 13 საათზე დაიწყება.
