პრეზიდენტის ვიზიტი კვიპროსში
სალომე ზურაბიშვილის პირველი სახელმწიფო ვიზიტი კვიპროსში. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ნიქოზიაში, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო კვიპროსის პირველი პრეზიდენტის, მთავარეპისკოპოს მაკარიოს მესამის ხსოვნას და მისი ქანდაკება გვირგვინით შეამკო, შემდეგ კი პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისს შეხვდა. გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც. საქართველოს პრეზიდენტი, კვიპროსის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებსაც გამართავს.
