სააკაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში
სააკაშვილმა მასზე ძალადობის ამბავი ნიკა გვარამიას დახმარებით გაავრცელა, თუმცა გვარამია გუშინ მას არ შეხვედრია. საპატიმროში ვერც ადვოკატები და ვერც მისი პირადი ექიმი შევიდნენ. გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მხოლოდ ომბუდსმენი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ. ვინ გამოიტანა მსჯავრდებულისა და ბრალდებულის გზავნილი გლდანიდან - ქრონიკამ ომბუდსმენის აპარატს ოფიციალური კითხვით მიმართა- პასუხად განგვიმარტეს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის წერილის გამოტანების პრაქტიკა არსებობს, ამის შესახებ ციხის ადმინისტრაციაც ინფორმირებულია, პატიმართან ნებისმიერი კომუნიკაცია კი კონფიდენციალურია.
