მიხეილ სააკაშვილის საქმე
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 24-ე საათს ატარებს. მოტავსებულია იზოლირებულ პალატაში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ინტერესები დაცულია. თავად პატიმარი- უკმაყოფილოა, პირობებს აპროტესტებს და არც შიმშილობას წყვეტს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები- ამ მიზეზებით რუსთავის ციხიდან ეტაპირების გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ მიიღო.
