ლოიდ ოსტინის წერილი ირაკლი ღარიბაშვილს
პრემიერ-მინისტრმა პენტაგონიდან ოფიციალური წერილი მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მადლობას უხდის საქართველოში ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის. წერილში ნათქვამია, რომ მისი ვიზიტით დასტურდება შეერთებული შტატების მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმას
