სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მიხეილ სააკაშილისთვის აქცია თავისუფლების მოედანზე გამართა. მიუხედავად იმისა, რომ აქცია რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული და გამოცხადდა სრული მობილიზაცია, გამოსვლები დაგვიანებით დაიწყო და პროტესტი რამდენიმე წუთში დასრულდა. ოპოზიციამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. იყო დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილისა და ნიკა მელიას მონაწილეობით. ხმაური იყო მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაშიც, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს. იყო საუბარი, რომ ის გლდანში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც სააკაშვილის საკნიდან გასვლის პროცესია ასახული.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
