აქცია მთავრობის კანცელარიასთან
მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. გუშინ კი ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშილისთვის აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე გამართა. მიუხედავად იმისა რომ აქცია რამდენიმე დღით ადრე იყო დაანონსებული და გამოცხადდა სრული მობილიზაცია, გამოსვლები დაგვიანებით დაიწყო და აქცია რამდენიმე წუთში დასრულდა.
