ცხოველთა დაცვა - ახალი კანონპროექტი
თუ გყავთ ძაღლი ან კატა და ქუჩაში მიატოვებთ, შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქცია დაგეკისროთ. პირველ შემთხვევაში ეს ქმედება 500-ი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, განმეორებისას კი, ფინანსური საქცია გაორმაგდება. რაც შეეხება, იურიდიულ პირებს, აქ ჯარიმა უფრო სოლიდურია. კანონპროექტი ავტორებმა, ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა ბიუროზე უკვე წარადგინეს.
