ირაკლი ბერაიას გამოხმაურება
ბინძური კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური და რეპუტაციული დაზიანებაა - ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სუს-ის შენობასთან გუშინ მომხდარი ქმედებას, რა დროსაც ზურა გირჩი ჯაფარიძემ და მისმა თანაპარტიელებმა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავი დაყარეს. ბერაია აცხადებს, რომ უსუსური ნაბიჯები ვერ დააზიანებს ვერც უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაციას და ვერ შეარყევს სამსახურის თანამშრომლების ღირებულებებს. ირაკლი ბერაია უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.
