ბიუჯეტი 22
პარლამენტის ბიუროს, მთავრობის მიერ კორექტირებული 2022-ი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარედგინა. კანონმდებლების მიერ წარდგენილი გარკვეული შენიშვნები უკვე ასახულია ახალ ვერსიაში. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში ხარჯვითი წილი იზრდება და ის 18-ტ მილიარდ 840-ც მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტის განხილვა კვირის მეორე ნახევრიდან დაიწყება. სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
