ერიკა ოლსონის ვიზიტი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ერიკა ოლსონი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს, ასევე სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს უკავშირდება. დღესვე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიიღო. მხარეებმა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს
