თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. მასში ნათვქმაი, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები , რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. შსს აფრთხილებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
