მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ოპოზიციას მიმართა
ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მოუწოდა არჩევნების შედეგები გაანალიზონ და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ქვეყნის ინტერესები დააყენონ, ამასთან პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, მინისტრთა კაბინეტმა ოპოზიციასთან, კონსტრუქციულ ფორმატში ითანამშრომლოს.
