დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა
დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, ილიას მთელი ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი და წამოწყება საქართველოს გაძლიერებისკენ, მისი საზოგადოების განვითარებისკენ იყო მიმართული.
