ნუცუბიძის მესამე მიკრო-რაიონის მეოთხე კვარტალში პარკის რეაბილიტაცია დასრულდა
ტერიტორიაზე, რომელიც 7-ი ათას 500-ს კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ბავშვებისა და უფროსებისთვის რამდენიმე სხვადასხვა ზონა შეიქმნა. მათ შორის, განთავსდა სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდა, გაკეთდა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის, დამონტაჟდა მოსასვენებელი პავილიონები და სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე მოეწყო პანდუსი და შადრევანი, განათების ქსელი და გამწვანება. პარკის კეთილმოწყობა დედაქალაქის მერის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. განახლებული სივრცე კახა კალაძემ დღეს ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.