დიპლომატის დღე - ხელისუფლების წარმომადგენელთა გზავნილები
ქართული დიპლომატიის დღე და ხელისუფლების წარმომადგენელთა გზავნილები. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილებს, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმართეს. ღონისძიებას დისტანციურად დაესწრნენ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ელჩები. თარიღი 2004 წელს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწესდა და სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
