კვირას, 17:00 საათიდან პარლამენტის წინ ისინი შეიკრიბებიან,ვისაც რეჟიმთან ბრძოლა მოუხდა
ყველა, ვინც ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადა, ვისაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობა არ დავიწყებია, 7 ნოემბერს, 17 საათზე რუსთაველზე იკრიბება. 14-ი წელი გადის მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე აქცია წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით დაარბია. პროცესს ადგილზევე აკონტროლებდნენ ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერები. 7-ი ნოემბერია ამ ტელევიზიის დარბევის დღეც. იმედში სპეცრაზმი შემოიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი და მაუწყებლობაც შეჩერდა. ამ ეპიზოდებზე ბრალი წარუდგინეს - მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს. საქმის განხილვა არ დასრულებულა.
