გიორგი კირთაძის განცხადება
"ნაციონალურ მოძრაობის" წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ქართული ოცნება ბათუმის საკრებულოს წევრების ნაციონალური მოძრაობიდან გადაბირებას ზეწოლისა და მოსყიდვის გზით ცდილობს. როგორც კირთაძე აცხადებს, ამაში ჩართულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე. ის არ საუბრობს კონკრეტულ მაგალითებზე. ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ ქართულ ოცნებაში.
