COVID-19 - ახალი კვლევა
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კოვიდ 19-ით გარდაცვალებისა და ფილტვების გათიშვის რისკს აორმაგებს. კერძოდ, ამ რისკის მატარებლები სამხრეთ აზიური წარმომავლობის ადამიანები არიან. კვლევის თანახმად, მაღალი რისკის შემცველი გენი სამხრეთ აზიური წარმომავლობის ადამიანთა 60%-ს და ევროპული წარმომავლობის 15%-ს აქვს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა თანახმად, ვაქცინა ამ რისკების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
