კახა კუჭავა ელენე ხოშტარიას შეხვდა
ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობას განაგრძობს. დეპუატი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა. კახა კუჭავა მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და როგორც შეხვედრის შემდეგ განმარტა, პარლამენტში მუშაობს ექიმი და ელენე ხოშტარიას მისთვის მიმართვა ნებისმიერ დროს შეუძლია.
