„მწვანე ბარათების“ კონცეფცია ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მზად აქვს
ე.წ-ლი „მწვანე ბარათების“ კონცეფცია ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მზად აქვს. დისკუსია გაგრძელდება გამოყენების წესთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს, თუმცა მანამდე ცნობილია, რომ ახალი „მწვანე ბარათი“ რამდენიმე პარამეტრს მოიცავს. ეს არის: ვაქცინაცია, ანტიგენ-ტესტირება ყოველდღიურად, ან პისიარ ტესტირება 72-საათიან რეჟიმში და ასევე, გადატანილი ინფექცია 14 დღიდან 6 თვის ინტერვალში. ამ სამი პარამეტრიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილება ნიშნავს, რომ მოქალაქეს შეეძლება, უსაფრთხოდ ჩაერთოს ბიზნეს ან სოციალურ საქმიანობაში.