რთული ეპიდვითარება
ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 8-ა ათასამდე გაიზრდება, თუ ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს. ბოლო დღეღამის განმავლობაში, კორონავირუსი კიდევ 5-ი ათას 200-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 53-ი პაციენტი კი გარდაიცვალა. მედიკოსების მთავარი თხოვნა მოქალაქეებისადმი, სწორედ იმუნიზაციის პროგრამაში აქტიური მონაწილეობაა. ინფექციონისტები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, მაშინ უნდა ავიცრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
