კახა კალაძემ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერ
სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და ხუთი ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
