პატრიარქის წერილი სააკაშვილის
კათოლიკოს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მისულმა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. მან პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს ილია II-ის წერილი მიუტანა, თუმცა პატრიარქის მოწოდების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი პოზიციას არ ცვლის და შიმშილობას აგრძელებს
