დიდ ბრიტანეთში პოსტკოვიდური სინდრომის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა დაიწყო
დიდ ბრიტანეთში პოსტკოვიდური სინდრომის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა დაიწყო. პრეპარატი იმ პაციენტებისთვისაა განკუთნილი, რომლებსაც ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს კუნთოვანი სისუსტე და ქრონიკული დაღლილობა აღენიშნებათ. წამალს 40 პაციენტზე გამოცდიან, მათ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მძიმე დაღლილობა აწუხებთ.
