ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს, მონასტერში ყოფნის ვადა დღეს ეწურებათ
საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი წერილის მიხედვით, მათ მონასტრები დღეს უნდა დატოვონ. თავად ბერები კელიების დატოვებას არ აპირებენ და წმინდა სინოდის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამბობენ, რომ საპატრიარქოს იურისტი ჭყონდიდში დღეს ჩავა.
