ოპოზიციის სტრატეგია წალენჯიხასთან დაკავშირებით
"ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მხოლოდ ერთ ქალაქში გაიმარჯვა და წალენჯიხა, ახლა გახდა ყველასთვის მნიშვნელოვანი. მამუკა ხაზარაძემ სახლის ყიდვა გადაწყვიტა, ანზორ მელიამ კლინიკის გაკეთება, თემურ ჭყონიამ კი , ბიზნესის დაწყება. მამუკა ხაზარაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ბიზნესები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგების გადასახადით, ქალაქს დაეხმარონ, თუმცა ყველასთვის ცნობილია რომ მოგების გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში შედის და არა კონკრეტული ქალაქის ბიუჯეტში. ყოფილმა ბანკირმა არ იცის, რომ ბიზნესის დარეგისტრირება არაფერს შეცვლის, ქალაქის ბიუჯეტში არა მოგების, არამედ ქონების გადასახადი შედის.
