პრეზიდენტის რეკომენდაციები მთავრობას
პრეზიდენტმა რეკომენადაციებით მთავრობას მიმართა. სალომე ზურაბიშვილი რთული ვითარებიდან გამოსავალს რისკჯგუფებისთვის სავალდებულო აცრაში, კოვიდპასპორტის შემოღებასა და აუცრელი ადამიანებისთვის ფასიან მკურნალობაში ხედავს. პრეზიდენტმა მიმართა საპატრიარქოსაც, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს რომ ვაქცინაციაზე ეკლესიამ მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი უნდა მისცეს.
