სროლა თელავში - პოლიციამ ერთი მამაკაცი უკვე დააკავა
სროლა იყოს თელავში, აღამაშენებლის ქუჩაზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სოფელ ყარაჯალის დეპუტატის ზურაბ მუსაევის ინფორმაციით, ავტონაწილების მაღაზიის მიმართულებით, ბიზნესმენმა სანდრო მეგუთვნიშვილმა რამდენჯერმე გაისროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა. კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტერიტორიაზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
