"სასურველი ტურისტული მიმართულება მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ"
ამ კატეგორიაში თბილისი ბრიტანული სამოგზაურო მედიის ყოველწლიური დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებულად დასახელდა. თბილისთან ერთად, ამავე კატეგორიაში გამარჯვებულები არიან ლისაბონი და სევილია. რას ნიშნავს თბილისისთვის პირველ კატეგორიაში დასახელება - ამის შესახებ დღეს კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
