“ისწავლე და დასაქმდი“
"ისწავლე და დასაქმდი’’ - სპეციალური კურსი, რომელიც მსურველებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადებას, შემდეგ კი, დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. თბილისის მერია პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობას განაგრძობს. პროგრამაში მონაწილეობა თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. რეგისტრაცია დაწყებულია. პროფესიული განათლების მიღებისთვის ხარჯებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
