კლიმატის ცვლილებების კონფერენცია დასრულდა
ინვესტიციები სუფთა ენერგიაში, კლიმატზე მორგებული სოფლის მეურნეობა და მეტად ადაპტირებული შესაძლებლობები - საქართველო იღებს ვალდებულებას, 2030-ი წლისთვის, 1990-ი წლის დონესთან მიმართებით, სასათბურე აირების ემისია ნახევარზე მეტით შეამციროს. ეს კლიმატის 26-ე კონფერენციაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გზავნილია. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა, რაც იმის დასტურია, რომ მსოფლიო გამოწვევასთან ბრძოლაში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას.
