არჩევნების შეფასება - პლენარული სხდომა
ამჯერად მაინც თუ შეძლებს ოპოზიცია კონსტრუქციულ ოპონირებას, ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით, ისევ ერთი წლის წინანდელ სცენარს ვხედავთ. თუმცა მმართველი პარტია ცდილობს, ახალი სტანდარტი შექმნას და გამარჯვებას ულოცავს კანდიდატს, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი წარმომადგენელი დაამარცხა. „ქართული ოცნების“ ამოცანა, საქმეზე ორიენტირებაა, ვინ წავა ამ გზით - საპარლამენტო საქმიანობა გამოაჩენს.
