„ღამის სერენადები“ - ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში, მორიგი მასტერკლასი გაიმართა, სადაც აიპ კავშირი „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ჰქონდათ მხატვარ-დიზაინერ ნინო მირიანაშვილის დახმარებით კოლაჟის ტექნიკა შეესწავლათ. „ღამის სერენადები“ 1982 წელს ლიანა ისაკაძის თაოსნობით დაფუძნდა. ყოველწლიურად ფესტივალს მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმული მუსიკოსები სტუმრობენ. ღონისძიება ასევე მოიცავს სხვადასხვა მიმართულების შეხვედრებს.
