ირაკლი ღარიბაშვილი გლაზგოს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი ღარიბაშვილი გლაზგოს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა, საქართველოში, კლიმატის კუთხით არსებული ვითარება შეაფასა, თქვა, რომ გაეროს ანგარიშს სრულად იზიარებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას მკაფიო ხედვა აქვს შემუშავებული , რომელიც თავსებადია გაეროს მდგრადი განვითარების დღისწესრიგთან.
