კლიმატის ცვლილებების სამიტი
გაეროს გენერალური მდივნის გაფრთხილება მსოფლიოს. გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების სამიტზე ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, რომ მსოფლიო საკმარისად სწრაფად არ რეაგირებს გლობალურ დათბობაზე. მკაცრი გაფრთხილებით იყო გამორჩეული ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც. ბორის ჯონსონის თქმით, კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მსოფლიოს ცოტა დრო რჩება.
