მელიამ აქცია 7 ნოემბერს დაანონსა
თარიღი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდს ასახავს, სააკაშვილის პარტიას არც აქამდე აწუხებდა და ახლაც არ აკომპლექსებს. მათთვის, ვისაც 2007-ი წლის ამ დღის დავიწყება სურს, 14-ი წელი გადის მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე აქცია წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით დაარბია. პროცესს ადგილზევე აკონტროლებდნენ ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერები. მომიტინგეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, დარბევა აქაც გაგრძელდა. დღის ბოლოს კი სპეცრაზმი „იმედში“ შემოიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი და მაუწყებლობაც შეჩერდა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
