მმართველი გუნდის გეგმები - მზადება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შედგა. 2024 წლამდე ქვეყნის ამოცანა განვითარებაზე ზრუნვაა. მმართველი პარტია, დაპირებისამებრ, ნაციონალური მოძრაობის შესახებ საუბარს ასრულებს და სამომავლო გეგმებზე აქტიურ მუშაობას იწყებს. ყველა მიმართულებით წინსვლის პარალელურად, დღის წესრიგში უცვლელია „ქართული ოცნების“ ამბიციური გეგმა. მომდევნო 3 წელს მმართველი გუნდი ქვეყნის ევროკავშირის წევრობისთვის მომზადებას დაუთმობს.
