დარჩიაშვილი აშშ-სა და ევროკავშირს : თუ არაფერს გააკეთებთ,მირჩევნია ვიყო რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი
ოპოზიციონერი დავით დარჩიაშვილი აშშ-სა და ევროკავშირს მიმართავს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენელი ტვიტერში ავრცელებს. "სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს ციხეში შიმშილობისგან კვდება. თუ არაფერს გააკეთებთ, მირჩევნია ვიყო რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი, ვიდრე ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მომხრე, როგორც ადრე ვიყავი. ევროკავშირისა და აშშ- საქართველოს ურთიერთობებში ამაზე მეტად არაფერია მნიშვნელოვანი," - წერს დავით დარჩიაშვილი. პარლამენტის ყოფილმა წევრმა მალევე ეს ინფორამცია შეცვალა და საკუთარი პოსტი თვიტერზე დაარედაქტირა
