ვაკის პარკის განახლების პირველი ეტაპი დასრულდა
ქალაქს კიდევ ერთი მასშტაბური მწვანე სივრცე შეემატა. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ფართომასშტაბიანი სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო ადაპტირებული ბილიკები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, ასევე საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, საპიკნიკე ზონა, სარწყავი და ელექტრო სისტემები. ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი, სრულად განახლდა მცენარეული საფარი. მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022-ი წლის ბოლოსთვის იგეგმება.