ტრანსნაციონალური დანაშაული - რა აკავშირებს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დავით კეზერაშვილს?
ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელი - ევროჯასტი საქართველოს, გერმანიის და ისრაელის ერთობლივი წარმატებული ოპერაციის შესახებ წერს. დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი საქართველოსა და ისრაელის ტერიტორიებზე დააკავეს. აიყვანეს რამდენიმე ხელმძღვანელიც. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში ექვსი შპს დააფუძნეს, რომელთა ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრი მოაწყვეს. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი ხდებოდნენ.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
