ყოფილი ძალოვნების გააქტიურება არჩევნების წინ
ზუგდიდი, თავისუფლების 24 - მისამართი, სადაც ყოფილი ხელისუფლების ყოფილი ძალოვნები აკაკი მინაშვილის ხელმძღვანელობით იკრიბებიან. მიზანი არჩევნების დღეს და შემდგომ არეულობისთვის სამზადისია - ამას „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ და ამ დესტრუქციული დაჯგუფების გააქტიურებაც არ უკვირთ. მმართველი გუნდი აფრთხილებს ყველას, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
