სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 27-ე დღე და სტუმრები რუსთავის ციხეში
უცვლელი ულტიმატუმი ციხიდან და პატიმარ სააკაშვილის უარი სამედიცინო დაკვირვებაზე - ის შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე უარს ამბობს. დღეს მსჯავრდებული, უკრაინის სახალხო დამცველმა და ასევე უკრაინიდან ჩამოსულმა ექიმმა მოინახულეს. ლუდმილა დენისოვა ციხეში პატიმრისგან მიღებულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკის მიაწვდის. სააკაშვილს სტუმრობდნენ ადვოკატებიც.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
