ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად საუბნო და საოლოქო საარჩევნო კომისიები მზად არიან
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღე რჩება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად საუბნო და საოლოქო საარჩევნო კომისიები მზად არიან. შეგახსნებთ 30 ოქტომბერს მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
