მმართველმა გუნდმა სტატისტიკური მონაცემები წარადგინა და ოპოზიცია სიცრუეში ამხილა
რადიკალური ოპოზიციის მიზანმიმართული ტყუილი და ქვეყანაში ქაოსის ხელოვნურად შექმნის მცდელობა. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის მომხრეებისა და თანამოაზრეების პროტესტი მხოლოდ სიცრუის კამპანიას ეფუძნებოდა. ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს ამის დამადასტურებელი კონკრეტული არგუმენტები წარმოადგინა.
