საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ქართულ-ესტონური თანამშრომლობა სამხედრო სფეროში - ამ საკითხზე დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული პარტნიორობა თავდაცვის უწყებებს შორის და ხაზი გაესვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მთავარი საყრდენი კიბერუსაფრთხოებაა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში.
