შემზარავი ფაქტი ბათუმში - ძალადობა სკოლის მოსწავლეზე
ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს თანატოლებმა ჯერ სცემეს, შემდეგ დამამცირებელი ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები კანონის დაცვით, მშობლებთან და სოციალურ მუშაკებთან ერთად ჩაატარდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
