აქცია ბათუმში
ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით აქცია გაიმართა. ოპოზიციამ მხარდამჭერებს, რომლებიც ბათუმში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდა, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე, აქტიურობისაკენ მოუწოდა. გამომსვლელებს შორის იყვნენ, როგორც სააკაშვილის პარტიის ლიდერები, ისე ნინო ბურჯანაძე, არმაზ ახვლედიანი და მურმან დუმბაძე.
